რუსეთი

რუსეთში "მედუზას" ჟურნალისტის გოლუნოვის დაკავება გააპროტესტეს, პოლიცია მომიტინგეებს აკავებს

0 კომენტარი

ონლაინ გაზეთის მედუზა ინფორმაციით, პოლიცია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის ფილიალთან შეკრებილ მომიტინგეებს აკავებს, რომლებიც მედუზას გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის დაკავებას აპროტესტებდნენ.

პოლიციელები სათითაოდ მიდიოდნენ სხვადასხვა მომიტინგესთან, პლაკატებს ართმევენ, ჩხრეკდნენ, საბუთებს უმოწმებდნენ და პოლიციის ფურგონში სვამენ.

ერთერთმა მომიტინგემ, რომელიც პოლიციის ფურგონით წაიყვანეს, პოლიციელებს ჰკითხა, თუ რატომ აპატიმრებდნენ, თუმცა მათგან პასუხი ვერ მიიღო.

პოლიციამ მუნიციპალიტეტის კანონმდებელი ვიქტორ კოტოვიც დააკავა.

ერთერთ მომიტინგეს QR კოდი ეჭირა ხელში, რომლის სკანირებითაც გოლუნივის უკანასკნელ სტატიების ხილვა შეიძლებოდა. პოლიციამ აღნიშნული კოდიც შეამოწმა, თუმცა ეს მომიტინგე არ დაუკავებია.

დღის პირველ ნახევარში პოლიციამ ათეულობით მომიტინგე დააკავა, რომელთა უმეტესობა ჟურნალისტი იყო, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

მოსკოვის შსს-სთან გოლუნოვის მხარდასაჭერად დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვის შსს-ს უფროსს ოლეგ ბარანოვს სთხოვა, რომ ივან გოლუნოვის საქმე პირად კონტროლზე აეყვანა.

მოსკოვის წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ გოლუნოვი უდანაშაულოა. რუსეთის დამოუკიდებელი მედიის არაერთი წამყვანი ჟურნალისტი მას დადებითად და თავისი საქმის პროფესიონალად აფასებს.

BBC-ს რუსული სამსახურის ჟურნალისტი სვეტლანა რეიტერი და გოლუნოვი ახლო მეგობრები არიან და რეიტერის დახასიათებითგოლუნოვი შორს დგას ყველა სახის ნარკოტიკისგან.

"ეს საშიში და ცუდია ჩვენთვის. ჩვენი მუშაობა უკვე გართულებულია, როდესაც ამგვარი შემთხვევები ხდება, უმარტივესი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება კარიერის შეცვლა და მისი მიტოვებაა - თუმცა, არავინ აპირებს ამის გაკეთებას" – აღნიშნა რეიტერმა.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს მოსკოვში მედუზას გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი დააკავეს.

ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას "გაურკვეველი სუბსტანციის" შეკვრა უპოვეს, რაც მოგვიანებით მეფედრონი (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა.

გოლუნოვი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს.

ჟურნალისტს ბრალად აკრძალული ნივთიერების ფლობა და მისი გაყიდვის უკანონო მცდელობა ედება.

ივანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ადვოკატის ნახვის საშუალება კი დაკავებიდან 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტმა თქვა, რომ გოლუნოვი წინასწარი დაკავების საკანში ნაცემი იყო. ჟურნალისტის მიმართ დაირღვა კიდევ ერთი უფლება - მას არ მისცეს 1 ზარის განხორციელების საშუალება.

ასევე, პოლიციამ უარი თქვა, აეღო თითის ანაბეჭდები მისი ჩანთიდან, რათა გაერკვია, შეხებია თუ არა გალუნოვი ოდესმე იმ სუბსტანციის შეკვრას, რომელიც მას აღმოუჩინეს.

მედუზას ხელმძღვანელმა, გალინა ტიმჩენკომ და მთავარმა რედაქტორმა, ივან კალპაკოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ისინი ​გოლუნოვის უდანაშაულობაში სრულიად დარწმუნებულები არიან. მათივე თქმით, აქვთ საბაბი იფიქრობ, რომ გოლუნოვი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააკავეს: წლების განმავლობაში მან მრავალი საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა პოლიტიკოსების და მაღალი რანგის ბიზნესმენების კორუფციის და თაღლითობის სხვადასხვა სქემის შესახებ.

გამომძიებელი ჟურნალისტის დაკავება ცალკეულმა ადამიანებმა რუსეთის რამდენიმე სხვა ქალაქშიც გააპროტესტეს.

ბოლო წლებში რუსეთში მრავალი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციონერები და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტები დააკავეს ნარკოდანაშაულის მიზეზით. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება ამას არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყენებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები