UNESCO

პრეზიდენტი: გამოვედი ინიციატივით, ოდა სახლები UNESCO-ს მატერიალური მემკვიდრეობის სიაში შევიდეს

0 კომენტარი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, ოდა სახლები იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს.

"ერთ-ერთ სოფელში მიმდინარეობს ოდა სახლების კონსერვაცია - შენარჩუნება და მოხდა მისი სტატუსის დამკვიდრება. ინიციატივით გამოვედი, რომ იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიტანოთ ოდა სახლები, რადგან ეს საქართველოსათვის ძალიან დამახასიათებელი და განსაკუთრებულია. მთელ მსოფლიოში ტურისტები სწორედ იმას ეძებენ, რაც რაჭაშია“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა აბროლაურში, სადაც სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართულ “მდგრადი განვითარების მიზნების ფესტივალში“ მონაწილეობს.

"ახლა ვკითხულობდი, ერთი პატარა ოდა ხომ არ იყიდება აქ" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები