სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სპეციალურ ჯგუფი ატმის მოსავლის დროულად აღებაზე, ჩაბარებასა და რეალიზაციაზე იმუშავებს

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, წელს ფერმერებს ატმის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ. სოლომონ პავლიაშვილი აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს ატმის მოსავალზე ინფორმაციის მოპოვებას, სისტემატიზაციას, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების ხელშეწყობას.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ატმის მწარმოებლებთან, ექსპორტიორებთან და გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია ერთი ფანჯრის პრინციპით მომზადდება და გაიცემა. პროცესში ჩართული იქნებიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები