სტიქია

სტიქია ხარაგაულში - სოფელი ლეღვანი გარე სამყაროს მოწყვეტილია

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ხარაგაულში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლეღვნულა ადიდდა და საავტომობილო გზა წაიღო. შედეგად, გარე სამყაროს მოწყდა სოფელი ლეღვანი, სადაც, არსებული ინფორმაციით, 400-მდე ოჯახი ცხოვრობს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. თუმცა ვარლამ ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ ხარაგაულის თვითმმართველობის ფინანსები საკმარისი არ იქნება და აპირებენ მიმართონ ცენტრალურ ხელისუფლებას.

"მოსული უხვი ნალექის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები შეიქმნა. რამდენიმე სოფელში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, წაღებულია ხიდ-ბოგირები. ასევე, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა. სოფელ ლეღვანში ადიდებულმა მდინარე ლევნულამ დააზიანა სოფლის ცენტრალური გზა, რის გამოც ლეღვანი, ფაქტობრივად, მოწყვეტილია გარე სამყაროს. მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურები ითვლიან ზარალის ოდენობას, რათა მიემართოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაფინანსების გამოყოფის თხოვნით, ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრები ვერ მოაგვარებს იმ პრობლემას, რომელიც აქ დადგა", - ამბობს ჭიპაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები