რეკლამა

3 545 აბონენტს კუსტარული გაზის დანადგარები განმეორებით ჩაუჭრეს

კომპანია "ყაზტრანსგაზის" ინფორმაციით, გაზგამანაწილებელმა კომპანიამ იმ მომხმარებლების გადამოწმება დაიწყო, რომლებსაც ბოლო სამ თვეში დარღვევით დამონტაჟებული დანადგარების გამო გაზის მიწოდება განმეორებით შეუწყდათ.

კომპანიაში ამბობენ, რომ 3 545 აბონენტიდან 2 256 აბონენტმა მესამედ, თვითნებურად, კუსტარულად ჩართო საშიში და აკრძალული გაზის დანადგარები ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები, ე.წ. კალონკები და გაზის გამათბობლები, რითაც საფრთხე შეუქმნეს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს ისე კორპუსში მცხოვრებ სხვა ადამიანებს.

"გაზგამანაწილებელი კომპანიის ახალი პროგრამული მექანიზმი კომპანიის სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ავტომატურად მიიღონ ინფორმაცია, როდესაც აბონენტი თვითნებურად აერთებს ქსელიდან ჩაჭრილ დანადგარებს", - ამბობენ "ყაზტრანსგაზში".

კომენტარები