საქართველოს პარლამენტი

ქართული დელეგაცია ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, ყაზახეთში საქართველოდან სადამკვირვებლო დელეგაცია გაემგზავრა. 

საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, კახაბერ ოქრიაშვილის გარდა, ყაზახეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს ამავე ჯგუფის წევრები, სიმონ ნოზაძე და რამაზ ნიკოლაიშვილიც დააკვირდებიან. 

ყაზახეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივნისს, ადგილობრივი დროით 07:00-დან 22:00 საათამდე გაიმართება. ქართული სადამკვირვებლო ჯგუფის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნებს დსთ-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დააკვირდებიან. 

კომენტარები