აშშ - გაერთიანებული სამეფო

ტრამპი დიდ ბრიტანეთში ვიზიტზე: ხალხს არასდროს უნახავს დედოფალს უკეთესი დრო გაეტარებინოს

CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელიზაბეტ მეორესთან შეხვედრაზე თქვა, რომ ხალხს არასდროს უნახავს დედოფალს უკეთესი დრო გაეტარებინოს.

"დედოფალთან შეხვედრა გასაოცარი იყო. მე ვფიქრობ, შემიძლია ვთქვა, რომ მე ის ნამდვილად გავიცანი, რადგან მე მასთან ერთად არაერთხელ ვმჯდარვარ და ჩვენ ავტომატური ქიმია გვქონდა, გაიგებთ ალბათ ამ გრძნობას. ეს კარგი გრძნობაა. ის შთამბეჭდავი ქალბატონია", - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს დედოფალთან და მათ ძალიან კარგი დრო გაატარეს.

"არიან ადამიანები, ვინც ამბობს, რომ არასდროს უნახავთ დედოფალს უკეთესი დრო გაეტარებინოს. ჩვენ პირისპირ ვსაუბრობდით, მე არც ვიცოდი მაგიდასთან მსხდომი სხვა ადამიანები ვინები იყვნენ, არ მილაპარაკია მათთან. ჩვენ უბრალოდ ბრწყინვალე დრო გავატარეთ ერთად",- იხსენებს ტრამპი.

ტრამპს ასევე ჰკითხეს გააგრძელებდა თუ არა დედოფალთან კავშირს, მან კი უპასუხა: "დიახ, ის შთამბეჭდავი, გასაოცარი ქალია."

კომენტარები