შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ნინოშვილის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.

ის 8 ივნისს 1994 წელს დაბადებული მ.ჩ.-სათვის ბასრი საგნით ჭრილობების მიყენების ბრალდებით ნინოშვილის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები