წვიმა

თბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

თბილისში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 25 შეტყობინება შევიდა. მათი უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთის და ვაკე-საბურთალოს უბნებიდან. შეტყობინებები ძირითადად სახლების ქვედა სართულების დატბორვას, ქუჩებზე წყლის დონის მატებას, ხეების წაქცევას და ტოტების ჩამოვარდნას შეეხება. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ყველა შეტყობინებაზე რეაგირება უკვე მოახდინა.

ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, მათ შორის გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით, თუმცა ამ დროისათვის მდინარე ვერეს ხეობაში მოძრაობა აღდგენილია.

ასევე, ძლიერი წვიმა მოვიდა შიდა ქართლის რეგიონში. სულ საგანგებო სიტუაციების სამსახურში შევიდა 20 შეტყობინება, ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები. ყველა მათგანზე რეაგირება უკვე მოახდინეს მაშველებმა. გორის  რაიონის სოფელ ხიდისთავში წვიმის შედეგად გზაზე ჩამოიშალა ქვიშა. შესბამისმა სამსახურებმა გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდეს.

კომენტარები