საგანგებო სიტუაციები

მაშველებმა ქსნის ციხიდან 7 ადამიანი ჩამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მაშველებმა ქსნის ციხიდან 7 ადამიანი ჩამოიყვანეს

შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ მცხეთაში, ქსნის ციხეზე ასული მოქალაქეები ძლიერი წვიმის გამო უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. დახმარება შვიდ ახალგაზრდას სჭირდებოდა. 

ახალგაზრდების ქსნის ციხიდან ჩამოყვანას ძლიერი წვიმა და რთული რელიეფი ართულებდა.

ამ დროისთვის თითოეული მათგანი უვნებლად არის და თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები