არჩევნები 2019

ცესკო: მთაწმინდაზე სამგორის ამომრჩეველი მივიდა

ცესკო

​ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან N1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის, მთაწმინდის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები. მაგალითად, ერთ შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე მივიდა სამგორის ოლქის ამომრჩეველი.

"საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ასეთ შემთხვევას გადაამოწმებს და ჩაინიშნავს. მივმართავთ მოქალაქეებს,  ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც 9 ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებულები შესაბამის უბნებზე", - თქვა უწყების პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება საჩივრებს, მიქელაძის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთი საჩივარი, რომელიც უბნის წევრის მხრიდან წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარს ეხება.

კომენტარები