მეორე ტური მთაწმინდაზე

თალაკვაძე: ოპონენტები აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ

IPN

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მამრთველი გუნდის ოპონენტები, ამ შემთხვევაში ევროპული საქართველო, "წინასაარჩევნო პროცესში დაწყებულ კამპანიას აგრძელებს და კვლავაც ცდილობს, აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს".

ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე თალაკვაძემ თქვა:

"მათი რიტორიკა ნათლად ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს და ისინი გარდაუვალი მარცხისთვის სწორედ ამ გზით ცდილობენ წინასწარ თავის გამართლებას.

ჩვენო თანამოქალაქეებო, მთაწმინდელებო გთხოვთ მაქსიმალურ აქტიურობას, თითოეული თქვენგანის ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია, არა უბრალოდ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, არამედ დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვოთ". 

მან ქართული ოცნების აქტივსაც მიმართა, "მშვიდად და გეგმაზომიერად იმუშაონ და ოპონენტების პროვოკაციებს კანონიერი მეთოდით უპასუხონ". 

მივმართავთ „ქართული ოცნების“ აქტივსაც, იმუშავეთ მშვიდად, გეგმაზომიერად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას, პროვოკაციებს კანონისმიერი მეთოდებით უპასუხეთ. ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში, შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი, ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. ნამდვილად არავის მისცეთ საშუალება დისონანსი შეიტანოს პროცესში, რომელიც დილიდან მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს

დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ღირსეულ, დამაჯრებელ გამარჯვებას კიდევ ერთხელ, ყველა ერთად ვიზეიმებთ".

ევროპული საქართველოს წევრებმა დღეს გააკეთეს განცხადება, რომ "მთაწმინდის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლებზე ზეწოლა მიმდინარეობს". მათ გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთი კაცი მეორეს ლადო კახაძის შემოხაზვას სთხოვს.

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნების II ტურია. 

დეპუტატის მანდატისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი", #13 შალვა შავგულიძე და მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატი, #41 ლადო კახაძე იბრძვიან. 

კომენტარები