არჩევნები 2019

ცესკო: პლანშეტების გამოყენება სამართლებრივი ვალდებულება არ არის

0 კომენტარი
ფოტო: ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მათ ამომრჩევლების გადამოწმების პროცესში პლანშეტების გამოყენების სამართლებრივი ვალდებულება არ აქვთ.

ასე გამოეხმაურა უწყების პრესსპიკერი ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნას, რომ ყველა ადამიანი გადამოწმდეს კედლის სიით და მერე პლანშეტით, რაზეც ცესკო-სთან შეთანხმებას მიაღწიეს.

"იქიდან გამომდინარე, რომ ეს არჩევნები ტარდება მხოლოდ 31 საარჩევნო უბანზე, არის დამკვირვებლების ძალიან დიდი კონცენტრაცია, პოლიტიკური პარტიების, არის საკმაოდ დიდი ინტერესი; გარდა ამისა, დაფიქსირდა, როცა არაუფლებამოსილი პირები იყვნენ საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად; საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიაში, ე.წ. კედლის სიაში წინასწარ ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან ამომრჩევლების გადამოწმება და ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმება", - თქვა ანა მიქელაძემ.

ცესკო-ს პრესსპიკერმა განმარტა, რომ პლანშეტი არის ტექნოლოგიური საშუალება კონკრეტული შემთხვევებისთვის და მას იყენებენ ისეთ დროს, როცა ამომრჩეველი არ იძებნება უბანზე სიაზე, არ არის რეგისტრირებული, სხვა უბნის ამომრჩეველია ან საეჭვოა მისი მონაცემები და ა.შ. ანა მიქელაძის თქმითვე, პლანშეტები არის ყველა უბანზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები