არჩევნები 2019

თალაკვაძე გავრცელებულ ვიდეოზე: "ოცნებას" შინდისფერი ან ზოლიანი მაისურები არასოდეს ჰქონია

"ქართულ ოცნებას შინდისფერი ან ზოლიანი მაისურები არასოდეს არ ჰქონია თავისი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში" - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვას, რომ კაცს, რომელიც ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს, ქართული ოცნების მხარდამჭერ მაისურებში აქვს ფოტოები გადაღებული.

"ეს ხუმრობით, ჩვენი მაისურები და ლოგო როგორ გამიყურება, ყველამ იცით, რაც შეეხება ამ ვიდეოს, უყურადღებოდ არ დარჩება" - ამბობს თალაკვაძე და ვიდეოს "ერთი შეხედვით" იუმორისტულს უწოდებს.

ევროპული საქართველოს წევრებმა დღეს გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთი კაცი მეორეს ლადო კახაძის შემოხაზვას სთხოვს. კიდევ ერთი კი იმუქრება - "რას დამდევ, დაგიგდებ ტელეფონს, გაიწიე, თორემ გაგჭრი შუაში". დღევანდელ ვიდეოში მათ სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ, თუმცა, ევროპული საქართველოს გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ვიდეოში მონაწილე პირები ქართული ოცნების აქტივისტები არიან და ისინი კახა კალაძის საარჩევნო კამპანიაში იღებდნენ მონაწილეობას.

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნების II ტურია.

დეპუტატის მანდატისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი", #13 შალვა შავგულიძე და მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატი, #41 ლადო კახაძე იბრძვიან.

კომენტარები