ავტოსაგზაო შემთხვევა

სვანეთში, წყალში მანქანით გადავარდნილი ახალგაზრდების ცხედრები იპოვეს

IPN

სვანეთში, სოფელ ბეჩოში ორდღიანი სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას წყალში გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღნიშნავს, რომ სამუშაოებს ადიდებული მდინარე და ხეობის რთული რელიეფი ართულებდა.

"ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან. სამაშველო ოპერაციაში დაუყონებლივ ჩაერთო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ავტომანქანა წყალში 7 ივნისის ღამით გადავარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები