მეორე ტური მთაწმინდაზე

ვოლსკი: ამომრჩევლის ზეწოლის შესახებ ვიდეოები რაღაც კომედიური ჟანრიდანაა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის, გია ვოლსკის თქმით, ამომრჩევლზე ზეწოლის შესახებ შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბის მიერ გაკეთებული განცხადებები "კომიკური ჟანრისაა".

ის დღეს ევრიპული საქართველოს მიერ გავრცელებულ რამდენიმე ვიდეოს გამოეხმაურა, რომლებშიც ჩანს, რომ მე-17 უბანზე ქართული ოცნების აქტივისტი, დავით იმანძე, სხვებს ლადო კახაძის სასარგებლოდ ხმის მიცემაზე ესაუბრება. მე-17 უბანზე მომხდარ ფაქტებზე გამოძიება შსს-მაც დაიწყო.

ვოლსკიმ თქვა:

"დავით იმნაძის პიროვნება ვერ აღვიდგინე. ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ადამიანმა შეძლოს, მეორე ადამიანზე მოახდინოს ზეგავლენა, როცა მეორე ადამიანი უნდა შევიდეს საარჩევნო უბანში. ყველას გადაწყვეტილი აქვს, ყველამ იცის თავისი მხარდამჭერები.

რაც შეეხება ცალკეულ თემებს, რომ ვიღაცამ ვიღაცას ყურში ჩასჩურჩულა და კამერა ჰქონდა იქ ნახევარ მეტრში, ეს ცოტა საინტერესო და სასაცილოც იყო. მერე კიდე სახეზე ხელაფარებული კაცი დგას და ჟურნალისტი მისდევს, სამწუხარო ფაქტია, მე უფრო მგონია რაღაც კომედიური ჟანრიდანაა, თუმცა, ამით დაინტერესება საჭიროა, აუცილებელიც არის, ამიტომ ასეთი კონკრეტული დანაშაულები არ დაფიქსირებულა".

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნების II ტურია.

დეპუტატის მანდატისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი", #13 შალვა შავგულიძე და მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატი, #41 ლადო კახაძე იბრძვიან.

კომენტარები