არჩევნები 2019

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური დასრულდა - საარჩევნო უბნები დაიხურა

ტაბულა

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 20:00-ზე საარჩევნო უბნები დაიხურა. საარჩევნო კომისია ხმების დათვლას დაიწყებს.

მთაწმინდაზე 31 საარჩევმო უბანი იყო გახსნილი. ოლქში 43 409 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. მეორე ტურში ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე გადავიდნენ.

კომენტარები