ჩოგბურთი

რაფაელ ნადალმა როლან გაროსის ტურნირი მეთორმეტედ მოიგო

ესპანელმა ჩოგბურთელმა, ამჟამად მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირში ავსტრიელი დომინიკ ტიმი ოთხ სეტში ანგარიშით 6:3, 7:5, 6:1, 6:1 დაამარცხა.

ნადალმა როლან გაროსის ტურნირი უკვე მეთორმეტედ მოიგო, რითიც ტურნირის ისტორიაში ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ის ასევე პირველი მამაკაცი ჩოგბურთელია, რომელმაც ერთი ტურნირის ტიტული 12-ჯერ მოიგო.

გასულ წელს მან ფინალში ასევე დომინიკ ტიმი სამ სეტში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ნადალმა ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ორი სეტი წააგო, ერთი დომინიკ ტიმთან და ერთი დევიდ გოფინთან შეხვედრებში.

ნადალი როლანდ გაროსის ფინალში არასოდეს დამარცხებულა. მას ტურნირზე 94 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ორჯერ დამარცხდა.

 

კომენტარები