არჩევნები 2019

ქართულ ოცნებას პარლამენტში კიდევ ერთი დეპუტატი შეჰყავს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბულეტენების დათვლა დაასრულა. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე გახდა. მან ხმების 61.83 % მიიღო. 

ლადო კახაძის პარლამენტში შესვლით ქართულ ოცნებას 108 დეპუტატი ეყოლება. ბოლო თვეებში, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა, მირიან წიკლაურმა და ლევან კობერიძემ. იქამდე, 2018 წელს, ქართულ ოცნებას დავით ჭიჭინაძე გამოეყო.

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. 19 მაისის არჩევნებზე გამარჯვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა და მეორე ტური დაინიშნა.

კომენტარები