არჩევნები 2019

Isfed: კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო უბნების 3.2%-ზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, "ხმების პარალელურმა დათვლამ აჩვენა, რომ კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო უბნების 3.2%-ზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა". Isfed-ის ცნობით, პარალელური დათვლის შედეგად, ბათილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა 4% შეადგინა.

"დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა. კენჭისყრის პროცესის დროს ტენდენციის სახით გამოვლინდა საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები, მათ შორის სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რაც ამომრჩეველთა ნების სავარაუდო კონტროლის მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს" - აცხადებს ორგანიზაცია.

სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ 61.8% მიიღო, ხოლო ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ -  38.2%.

რაც შეეხება დარღვევებს, Isfed-ი აღნიშნავს, რომ:

  • #18 საარჩევნო უბნის მიმდებარედ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს.
  • #10 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას.
  • #26 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებსა და „საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოყვა დამკვირვებლის მიერ ვიდეო გადაღებისთვის გამოყოფილი ადგილის მიღმა გადაღებას. შედეგად, უბანზე გამოიძახეს პოლიცია და სიტუაცია განიმუხტა.
  • #1 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დამკვირვებლის სტატუსის მქონე პირები მოსულ ამომრცევლებს აღრიცხავდნენ. ასევე, უბნის გარეთ მობილიზებული იყვნენ სხვადასხვა პირები, ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიებით. 

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის შედეგები ცესკომ უკვე გამოაქვეყნა. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე გახდა. მან ხმების 61.83 % მიიღო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები