დაჭრა

შსს: დიღმის მასივში 2 ადამიანის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ

 

შსს-ს ინფორმაციით, დიღმის მასივში 2 ადამიანის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული უ.გ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვერკში აიყვანეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დიღმის მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა 1998 წელს დაბადებულ ე.გ.-ს და 2001 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწიათ," - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები