მკვლელობა

აგარაში კაცი მოკლეს და ქალი დაჭრეს

flickr.com

ქარელის რაიონის დაბა აგარაში კაცი მოკლეს ქალი კი დაჭრეს. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ქალს და მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

უწყების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენთიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის, 108-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ ეს წინასწარი მუხლია და საქმე, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

კომენტარები