ყაზახეთი

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა გაიმარჯვა

კასიმ-ჯომარტ ტოკაევი
rferl

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც პროსტესტის და დაკავებების ფონზე წარიმართა, გამარჯვება ნურსულთან ნაზარბაევის მიერ გარდამავალ პრეზიდენტად დანიშნულმა კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა გაიმარჯვა. მან ხმათა 70%-ზე მეტი მიიღო. მეორე ადგილზე ოპოზიციის კანდიდატი ამირჟან კოსანოვი გავიდა ხმათა 16.2%-ით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ არჩევნების მიმდინარეობისას ყაზახეთის პოლიციამ 500-მდე ადამიანი დააკავა.

საპროტესტო აქციები დედაქალაქ ნურ-სულთანში და ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალმათიში გაიმართა. ასობით მომიტინგე მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისაკენ მოუწოდება. დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები და ჟურნალისტები. გავრცელებული ინფორმაციით პოლიციამ მათი სახლებიც გაჩხრიკა.

ყაზახეთში არჩევნები უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში პირველად იმართება მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.

მომიტინგეებს მიაჩნდათ, რომ არჩევნები არათავისუფალ და უსამართლო გარემოში მიმდინარეობდა. ტოკაევმა მათი პროტესტი უარყო და თქვა, რომ პროცესი ღია და დემოკრატიულია.


ფოტო: EPA

კომენტარები