არჩევნები 2019

შსს დამკვირვებლებზე თავდასხმაზე: მიმდინარეობს გამოძიება, დამატებით ვერაფერს გეტყვით

0 კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტო: georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუშინ მე-18 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ დამკვირვებელზე, ანა ბარამიძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება 162-ე პრიმა მუხლით იძიებს.

ტაბულა დაინტერესდა რა ეტაპზეა გამოძიება და რატომ მიმდინარეობს გამოძიება მხოლოდ 162-ე პრიმა მუხლით, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიპასუხეს, რომ "მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებით ვერაფერს გეტყვით".

გუშინ, მთაწმინდის ოლქში, მე-18 უბანზე, რომელიც კოსტავას 5 ნომერში მდებარეობს, ქართული ოცნების აქტივისტებმა დამკვირვებლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ერთ-ერთი მათგანი ყვება, რომ მე-18 უბანზე კაცმა შეაგინა, შემდეგ კი დამკვირვებლისთვის ქალმა, ანი გელოვანმა, ტელეფონის წართმევა სცადა.

"ტელეფონი მიჯდებოდა და შევედი კაფეში, სადაც დაახლოებით 10-მდე ადამიანი ისხდა. ვნახეთ, რომ თან ჰქონდათ სიები და ამისთვის ფოტოს გადაღება ვცადეთ და ვკითხეთ, რაში სჭირდებოდა ეს სია. ყველა გამოტრიალდა, რატომ გვიღებთო, აქ რატომ დგახარო.

ვუთხარი, რომ მე მათ პირად სივრცეს არ ვარღვევდი. ამასობაში წამოხტა ერთი ქალი, რას მეკაჩავებიო, შნირები ხართო. ჩემს მეგობარს, ასევე დამკვირვებელს ვუთხარი, რომ გადაეღო და მაშინ სცადა, მისთვის ტელეფონი წაერთმია"

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები