კობა გვენეტაძე

გვენეტაძე: შეიძლება ფულის გათეთრების კანონი დაირღვეს, მაგრამ ფული არ გათეთრდეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"შესაძლებელია, რომ ფულის [გათეთრების] კანონმდებლობა დაირღვეს, მაგრამ ფული არ გათეთრდეს და პირიქით." - თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

გვენეტაძე ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვას პასუხობდა TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით. ევროპული საქართველოს დეპუტატმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სთხოვა განემარტა, ადგილი ჰქონდა თუ არა ფულის გათეთრებას იმ საქმეში, რაზეც TBC ჯგუფს ედავებოდნენ.

გვენეტაძე: ფულის გათეთრების ინსპექტირებასთან დაკავშირებითაც მუშაობს ეროვნული ბანკი და ასეც უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ფუნქცია ამ შემთხვევაში შემოიფარგლება ფულის გათეთრების აღმკვეთი ღონისძიებების ხელშეწყობის კანონმდებლობის დაცვასთან დაკავშირებით. ანუ, ჩვენ უნდა შევამოწმოთ და დავაინდენტიფიციროთ, რამდენად ხდება ამ კანონმდებლობის დაცვა, ჩვენი ზედამხედველობის სუბიექტების მიერ, მაგრამ ეროვნული ბანკი არ არის უფლებამოსილი, მას არ აქვს მანდატი და ექსპერტიზა იმისათვის, რომ მან გადაწყვიტოს და განსაზღვროს, გათეთრდა თუ არა ფული.

ჭიაბერაშვილი: კანონი თუ დაირღვა?

გვენეტაძე: იმ შემთხვევაში, დიახ.

ჭიაბერაშვილი: ფულის გათეთრების კანონი დაირღვა?

გვენეტაძე: დიახ, ფულის გათეთრების კანონმდებლობაც დაირღვა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით: შესაძლებელია, რომ ფულის [გათეთრების] კანონმდებლობა დაირღვეს, მაგრამ ფული არ გათეთრდეს და პირიქით. ამიტომ, ჩვენი ფუქნცია ამ შემთხვევაში იყო, კანონთან შესაბამისობა შეგვემოწმებინა.

ჭიაბერაშვილი: ეგ იქნებ აგვიხსნათ ბატონო კობა, როგორ შეიძლება ფულის გათეთრების კანონი დაირღვეს და ფული არ გათეთრდეს, ან პირიქით, როგორც თქვენ თქვით, კონკრეტულ მაგალითზე რომ აგვიხსნათ.

გვენეტაძე: ფულის გათეთრების დეტერმინაციის პროცესი საკმაოდ რთულია. ეს არ არის ადვილი და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება არ იყოს ფულის გათეთრება. სწორედ ამიტომ, ერთადერთი ორგანო, რომელმაც შეიძლება დაადგინოს, ფული გათეთრდა თუ არა, არის სასამართლო.

დღეს, 10 ივნისს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს უწყების 2018 წლის ანგარიშს წარუდგენს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები