რუსეთი

გოლუნოვის დაკავების მიზეზი, შესაძლოა, ФСБ-ს გენერლის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება გახდა

0 კომენტარი
ივან გოლუნოვი | ალექსეი დოროფეევი ფოტო: USA Today/viperson.ru

Meduza-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის დაკავება, შესაძლოა, ფსბ-ს მაღალჩინოსნების ბიზნეს კავშირების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდებოდეს.

ჟურნალისტის სამმა კოლეგამ გამოცემას "პროექტი" უთხრა, რომ გოლუნოვი წერდა მოსკოვში ფბს-ს ხელმძღვანელის გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი დოროფეევის, ასევე მისი დამხმარის ლეიტენანტ-პოლკოვნიკ მარატ მედოევის მოსკოვში დაკრძალვის სერვისების ბაზართან შესაძლო კავშირებზე.

8 ივნისს სასამართლო პროცესზე გოლუნოვმა თქვა, რომ მას ემუქრებოდნენ ჟურნალისტური მასალის გამო, რომელსაც ამზადებდა და რომელიც დამკრძალავი სერვისების ბაზარს ეხებოდა. მან აღნიშნა, რომ მისი სტატია "ამ ბაზართან უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების კავშირზე შეიცავს ინფორმაციას".

"პროექტის" კრემლთან და ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებული წყაროების თქმით, მათ ასევე შეიტყვეს, რომ ფსბ-ს თანამშრომლები, რომელთა შესახებ ჟურნალისტი გამოძიებას ატარებდა, შესაძლოა, დაინტერესებულნი იყვნენ დაკრძალვის ბიზნესით. მათივე თქმით, შესაძლოა, ჟურნალისტის დევნა სწორედ ამას უკავშირდებოდეს.

"პროექტი" წერს, რომ გოლუნოვის საქმეში ფსბ-ს თანამშრომლების როლი ასევე ხსნის ზოგიერთ გარემოებას - მაგალითად, გოლუნოვი მოსკოვის ცენტრალურ უბანში დააკავეს, თუმცა იზოლატორში ქალაქის დასავლეთ ოლქში გადაიყვანეს. სწორედ ამ რაიონშია თავმოყრილი ის ბიზნეს პროექტები, რომელსაც შესაძლოა დოროფეევისა და მედოევის გვარები უკავშირდებოდეს. აქვეა ის სასაფლაო, რომელიც გოლუნოვის გამოძიების ფოკუსშია.

რუსეთში ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი კვდება. როგორც გოლუნოვის ერთერთი გამოძიება გვამცნობს, ოფიციალური მონაცემებით, დამკრძალავი სექტორის ყოველწლიური ბრუნვა 926 მლნ აშშ დოლარია, თუმცა სახელმწიფოს შეფასებით, ინდუსტრიის ჩრდილოვანი ნაწილი 3.86 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გოლუნოვმა რუსი მაღალჩინოსნის დამკრძალავ სექტორში ბიზნეს კავშირებზე დაწერა. 2018 წლის 14 აგვისტოს პირველად გამოქვეყნდა სტატია, სადაც გოლუნოვმა გამოიძია, რომ რუსი საჯარო მოხელე დენის ლოგინოვი 2016 წლიდან ფლობდა ორგანიზაციას "ვერუმი". ლოგინოვის მამა პრემიერმინისტრ მედვედევის კაბინეტის თანამშრომელია. დენის ლოგინოვი ნეონაცისტური ორგანიზაციის მატსინკევიჩის მოსკოვის ფილიალის ხელმძღვანელი იყო.

შეგახსენებთ, რომ Meduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. 8 ივნისს გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები