მოლდოვა

საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, პოლონეთი და შვედეთი მხარს უჭერენ მოლდოვის პარლამენტს

0 კომენტარი
ფოტო: EPA

საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და შვედეთი მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებს ერთობლივი დეკლარაციით ეხმაურებიან. 

მასში წერია: 

"საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და შვედეთი ყურადღებას ამახვილებენ მოლდოვის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დემოკრატიულად არჩეულმა საპარლამენტო უმრავლესობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, მთავრობის ფორმირების ჩათვლით. 

დღეს არსებულ საკონსტიტუციო კრიზისში ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვის პარლამენტს, როგორც მოლდაველი ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს და საუკეთესო ადგილს, განიხილებოდეს პოლიტიკური საკითხები, მათ შორის ყველაზე საკამათოებიც

ჩვენ ყველას სიმშვიდისა და თავშეკავებულობისკენ მოვუწოდებთ. საკონსტიტუციო კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება". 

____________________________________________________________________________________

მას შემდეგ, რაც მოლდოვაში პრო-რუსულმა სოციალისტურმა პარტიამ და ანტი-კორუფციულმა, პრო-ევროპულმა პარტია ACUM-მა, რომელიც "ქმედებისა და სოლიდარობის პარტიის (PAS)" და "ღირსებისა და სიმართლის პარტიის (DA)" საერთო პლატფორმას წარმოადგენს, მმართველი პარტიის ჩასანაცვლებლად სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და პრემიერმინისტრად ACUM-ის ლიდერი, მაია სანდუ აირჩიეს, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ალიანსი არავალიდურად ცნო.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი, სოციალისტური პარტიის ლიდერი იგორ დოდონი დაითხოვა, რადგან მან პარლამენტის დაშლაზე უარი თქვა და გარდამავალ პრეზიდენტად უკვე ყოფილი პრემიერმინისტრი პაველ ფილიპი დანიშნა, რომელმაც პარლამენტი დაშლილად გამოაცხადა და ვადამდელი არჩევნები 6 სექტემბერს დანიშნა.

პარლამენტი უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე და დაშლაზე და ამბობენ, რომ ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები ყოფილმა მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა გავლენიანმა ოლიგარქმა ვლადიმირ პლაჰოტნიუკმა ხელში ჩაიგდო.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის თებერვალში გაიმართა. სოციალისტურმა პარტიამ ხმათა 31% მიიღო და პარლამენტში 35 ადგილი დაიკავა, დემოკრატიულმა პარტიამ 23.6%-ით 30 ადგილი, ხოლო ACUM-მა 26.8%-ით 26 ადგილი.

ახალ სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოალიცია მოლდოვის ოლიგარქიისაგან გასათავისუფლებლად შეიქმნა. მათი თქმით ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯი სწორედ კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამოძიება იქნება.

კოალიციას უკვე გამოუცხადეს მხარდაჭერა ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები