მეორე ტური მთაწმინდაზე

კობახიძე არჩევნებში კრიმინალების მონაწილეობაზე: ამით ხდება წაგების გამართლება

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ევროპული საქართველოს ინფორმაცია, რომ მთაწმინდაზე საარჩევნო უბნებთან ე.წ მაყურებლები და კრიმინალები იყვნენ მობილიზებულები, არასწორია და მხოლოდ "წაგების გამართლებას" ემსახურება. 

"ჩვენ მუდმივად გვესმის გარკვეული ბრალდებები, რომლებსაც არ აქვთ საფუძველი. ამით ხდება არჩევნების წაგების გამართლება. ეს არის პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრებულია ოპოზიციის მხრიდან წლების განმავლობაში. რაც შეეხება ე.წ. ქუჩის მონაწილეობას არჩევნებში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს – შეგიძლიათ, მოიძიოთ ინფორმაცია, ვის ჰყავდა ძირითადად ჩართული ქუჩის წარმომადგენლები და მიიღოთ კონკრეტული ინფორმაცია", - თქვა კობახიძემ. 

ევროპული საქართველო 9 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდა სხვადასხვა ვიდეომასალას, რომლებშიც ჩანდა, რომ სხვადასხვა უბანთან ე.წ ძველი ბიჭები იყვნენ მობილიზებულები, ზოგიერთი მათგანი წარსულში მკვლელობისა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებითაც იყო დაკავებული. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები