უკრაინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა გუბერნატორის გადადგომა მოითხოვა

0 კომენტარი
ფოტო: New York Post

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ყველა გუბერნატორის გათავისუფლება სურს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა იულია მენდელმა facebook-ზე დაწერა. 

მისი თქმით, პრეზიდენტის ინიციატივის მიუხედავად, მთავრობამ მხოლოდ 13 მათგანი გადააყენა.

მენდელი იმედოვნებს რომ თანამდებობებს სხვა გუბერნატორებიც დატოვებენ

"სპეციალისტების ძიება გრძელდება. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც პროფესიონალიზმთან ერთად პატიოსნად შეასრულებენ საქმეს და არ იქნებიან კორუფციულ საქმეებში გარეულნი"- წერს მენდელი

მისივე თქმით, კადრების არჩევაში საერთაშორისო HR კომპანია ეხმარებათ. 

უკრაინაში სულ 24 ოლქია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები