სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის სკოლაში გამოცდაზე მასწავლებელი მოსწავლეებს იარაღით მეთვალყურეობდა [VIDEO]

0 კომენტარი
ფოტო: Twitter

3 ივნისს სამხრეთ აფრიკაში მპუმალანგას პროვინციის ქალაქ ველტევრედის მაბუსაბესალას სკოლაში გამოცდაზე მასწავლებელი მოსწავლეებს იარაღით მეთვალყურეობდა.

აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო ერთერთმა მოსწავლემ მაშინ გადაიღო, როდესაც სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეები ტურიზმზე წერდნენ თემას. ვიდეო მპუმალანგას განათლების სამინისტრომ გააზიარა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასულ თვეებში სუდანის სკოლებში მოსწავლეებზე არაერთხელ მოხდა თავდასხმა - თანაკლასელებმა ორ სტუდენტს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, ოთხი სხვა კი დაჭრეს. კეიპტაუნის იუსტიციისა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის 2016 წელს გამოქვეყნებული კვლევით, 2011-2012 წლებში სამხრეთ აფრიკის სკოლის მოსწავლეთა 1/5-ზე მეტი თავდასხმის, ძარცვის ან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები