შუალედური არჩევნები მთაწმინდაზე

დემეტრაძე: მთაწმინდაზე დავიბადე, გავიზარდე და არჩევნების დღესაც ბუნებრივია იქ ვიყავი

"მთაწმინდაზე დავიბადე, გავიზარდე და არჩევნების დღესაც ბუნებრივია, იქ ვიყავი," – გიორგი დემეტრაძე ევროპული საქართველოს განცხადებებს პირველ არხთან საუბრისას პასუხობს. დემეტრაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მომხრეა, თუმცა მათ მხარდასაჭერად არაფერი გაუკეთებია. 

„მთაწმინდაზე დავიბადე, გავიზარდე. ბუნებრივია, არჩევნების დღესაც იქ ვიყავი. მე ვარ „ქართული ოცნების“ მომხრე, მაგრამ რაიმე ქმედებას რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია,“ - თქვა დემეტრაძემ.

გუშინ "ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ არჩევნების დღეს მთაწმინდის მე-13 და მე-14 საარჩევნო უბნებზე, რომლებიც ჯამბულის და თაბუკაშვილის ქუჩებზე მდებარეობდა, კრიმინალების კონცენტრაცია იყო. "

იყო წარმოუდგენელი კონცენტრაცია კონკრეტული კრიმინალების, აქ იყო ცნობილი "დობო", რომელიც ცნობილია მისი კრიმინალური წარსულით, იქ იყო მისი მეგობარი ეს გაგი ლადოევი, რომლებიც ერთად არიან სულ და კიდევ ბევრი ადამიანი... გიორგი დემეტრაძე, რომელიც არის კალაძის მარჯვენა ხელი, რომელიც უგვარებს არჩევნებს, ეს არის მთელი დაჯგუფება კრიმინალური ადამიანების," - თქვა ხოშტარიამ. 

კომენტარები