საქართველოს ნაკრების მარცხი

საქართველოს ნაკრები დანიასთან 5:1 განადგურდა (ვიდეო+კომენტარები)

0 კომენტარი
ფოტო: GFF.GE

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-4 ტურის მატჩში, საქართველოს ეროვნული გუნდი დანიაში ადგილობრივ ნაკრებთან 5:1 დამარცხდა. მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებების მიუხედავად, დანიელებმა გაცილებით უკეთესი მატჩი ჩაატარეს და ღირსეულადაც გაიმარჯვეს. მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.

ვლადიმირ ვაისი:

"დღევანდელი მატჩი უკეთესმა გუნდმა მოიგო. პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრებამ, გარკვეული თავდაჯერება შეგვმატა, ცუდად არ ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ იყო ორი გოლი, რომლებიც არ უნდა გაგვეშვა, რადგან ვფიქრობ რომ პენალტი არ იყო და მესამე გოლის ეპიზოდში დანიელებმა ჩვენი მეკარის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვიეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, დანიამ მოგება დაიმსახურა, რადგან ბევრად უკეთესად ითამაშა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ დღევანდელ თამაშში მსაჯების დახმარება არ სჭირდებოდათ.

დანიის წინააღმდეგ იმ შემადგენლობით ვითამაშეთ, რომელიც ფიზიკურად უკეთესად იყო მომზადებული. რა თქმა უნდა, შედეგზე პასუხისმგებლობას ვიღებ, თუმცა დღევანდელ წარუმატებლობას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს".

ვაკო გვილია: 

"5:1 ჩვენთვის მიუღებელი შედეგია, ვფიქრობ, რომ ასეთი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით, მიუხედავად იმისა, რომ დანია ჩვენზე უკეთესი გუნდია. თითოელმა ჩვენგანმა მარცხის მიზეზები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და მომავალი შეხვედრისთვის შეცდომები გამოვასწოროთ.

მსაჯს არასდროს არაფერი უნდა დავაბრალოთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დანიის წინააღმდეგ შეხვედრაში მან კონკრეტულ ეპიზოდებში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. დანიის დონის გუნდთან მსაჯის ასეთი შეცდომების ფონზე წარმატების მიღწევა განსაკუთრებით რთულია."

საბა ლობჟანიძე: 

"ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრაში პირველი მატჩი ჩავატარე და გოლის გატანაც მოვახერხე. რა თქმა უნდა ეს სასიამოვნოა, მაგრამ დაფიქსირებული შედეგი არ მაძლევს საშუალებას ბედნიერი ვიყო."

საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპზე მორიგ მატჩს 8 სექტემბერს ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი "დინამო არენაზე" ამავე დანიას უმასპინძლებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები