ტონის პარკერის კარიერის დასასრული

ტონი პარკერმა 37 წლის ასაკში საკალათბურთო კარიერა დაასრულა

0 კომენტარი

NBA-ს ლეგენდარულმა კალათბურთელმა ტონი პარკერმა კარიერა დაასრულა. 37 წლის ფრანგმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 18 სეზონი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ჩემპიონის ტიტული 4-ჯერ მოიპოვა. 

"ემოციებით აღსავსე ვარ, თუმცა მე კალათბურთიდან მივდივარ. ეს არაჩვეულებრივი თავგადასავალი იყო. ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ NBA-სა და ეროვნულ ნაკრებში ასეთი დაუვიწყარი წუთები მელოდა,"- დაწერა პარკერმა Facebook-ის გვერდზე.

ფრანგმა სახელი "სან ანტონიო სპურსში" თამაშით გაითქვა, სადაც 2001-2018 წლებში ასპარეზობდა.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები