რუსეთი

ინტერფაქსი: მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გოლუნოვის მხარდამჭერი გაზეთები ერთ დღეში გაიყიდა

Twitter

რუსეთში ადგილობრივი სიახლეების სააგენტოს ინტერფაქსის ინფორმაციით, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დაკავებული ჟურნალისტის გოლუნოვის მხარდამჭერი გაზეთები რამდენიმე საათში სრულიად გაიყიდა.

როგორც წესი, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგის მაღაზიებსა თუ ჯიხურებში გაზეთებს დილის 6-7 საათზე აწვდიან. ინტერფაქსის ინფორმაციით, დაახლოებით დღის 12 საათზე მოსკოვში კომერსანტის, ვედომოსტისა და RBC-ს ყიდვა შეუძლებელი იყო. 

10 ივნისს სოციალურ ქსელში Twitter არაერთი ადამიანი აზიარებდა სხვადასხვა სტატუსს, თუ როგორ მოასწრეს ან ვერ მოასწრეს გოლუნოვის მხარდამჭერი გაზეთების ყიდვა.

შეგახსენებთ, რომ Meduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. 8 ივნისს გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალეს. 

10 ივნისს რუსეთში სამმა წამყვანმა გაზეთმა კომერსანტმა, RBC-მ და ვედომოსტიმ მედუზას ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად იდენტური პირველი გვერდი გამოაქვეყნა, რაც რუსეთში უპრეცენდენტო შემთხვევაა. გაზეთებში პირველ გვერდზე ვკითხულობთ - "მე/შენ ვართ ივან გოლუნოვი". 

კომენტარები