მაიკ ტაისონი

მაიკ ტაისონი 2 მილიონამდე კვადრატული მეტრის მარიხუანას კურორტის აშენებას გეგმავს

მაიკ ტაისონი

ლეგენდარული მოკრივე, მაიკ ტაიოსონი სამხრეთ კალიფორნიაში 1 647 129 კვადრატული მეტრის სიდიდის მარიხუანას კურორტის აშენებას გეგმავს.

მაიკ ტაისონის თქმით, კურორტზე ბევრი ტურისტული გასართობი იქნება, მოშენდება მარიხუანა და ასევე ჩატარდება 2-დღიანი მუსიკალური ფესტივალი "Kind Music Festival". ფესტივალზე მისულ ადამიანებს შეეძლებათ მოუსმინონ მუსიკას, მოწიონ მარიხუანა, რომელსაც მათ კურორტზე დაახვედრებენ და ასევე, გაიგონ მეტი მარიხუანას მოქმედების შესახებ.

კურორტზე ასევე გაიხსნება ლაბორატორიები, სადაც გამოიკვლევენ და უკეთესად შეისწავლიან მარიხუანას.

კურორტის ნაწილი პროექტიდან

2019 წლის თებერვალს, Cannabis Tech Today-თან საუბრისას მაიკ ტაისონმა თქვა, რომ ის მარიხუანას მოწევით ნერვებს იწყნარებს.

"მე ოცი წლის განმავლობაში ვჩხუბობდი, ჩემს სხეულში ძალიან ბევრი წყალი და ოფლია. ორი ოპერაცია გავიკეთე და მარიხუანას ნერვების დასაწყნარებლად ვხმარობდი, ტკივილს ვიქრობდი", - თქვა მაიკ ტაისონმა.

ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც მაიკ ტაისონი ბიზნესისთვის მარიხუანას გამოიყენებს. 2016 წელს მოკრივემ კომპანია Tyson Holistic Holdings დაარსა, სადაც ის სხვადასხვა პროდუქტებს მარიხუანასგან ქმნის.

კომენტარები