ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები

127 მილიონით ლეო მესი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

dailymail.co.uk

ამერიკული გამოცემა Forbes აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიას, რომელსაც ბარსელონას და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლიონელ მესი ლიდერობს.

31 წლის არგენტინელი 2019 წელს 127 აშშ მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. აქედან, მესის ხელფასი და კარიერული გამარჯვებებიდან მიღებული შემოსავალი 92 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. მისი დანარჩენი შემოსავლები 35 მილიონ დოლარს უტოლდება, საიდანაც დიდ ნაწილს არგენტინელი ადიდასისგან იღებს.

Forbes-ის სიაში მეორე ადგილზე ტურინის იუვენტუსის და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა. პორტუგალიელის წლიური შემოსავალი 109 მილიონი აშშ დოლარი იქნება. მესამე ადგილზე პარი სენ ჟერმენის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნეიმარია 105 მილიონი აშშ დოლარით.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი შვეიცარიელი როჯერ ფედერერია, კალათბურთელი კი ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი.

2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი, ფეხბურთი - 127 მლნ აშშ დოლარი
  2. კრიშტიანო რონალდო, ფეხბურთი - 109 მილიონი
  3. ნეიმარი, ფეხბურთი - 105 მილიონი
  4. კანელო ალვარესი, კრივი - 92 მილიონი
  5. როჯერ ფედერერი, ჩოგბურთი - 86 მილიონი
  6. რასელ უილსონი, ამერიკული ფეხბურთი - 89.5 მილიონი
  7. აარონ როჯერსი, ამერიკული ფეხბურთი - 89.3 მილიონი
  8. ლებრონ ჯეიმსი, კალათბურთი - 89 მილიონი
  9. სტივენ კარი, კალათბურთი - 79.8 მილიონი
  10. კევინ დურანტი, კალათბურთი - 65.4 მილიონი

კომენტარები