საქართველოს პარლამენტი

ქუცნაშვილი: თბილისში მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გაიმართება

პარლამენტი

19-22 ივნისს, თბილისში 26-ე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა გაიმართება და მინდა ყველა მოგიწვიოთ - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა.

მისი თქმით, ასამბლეის თემა იქნება "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში".

ქუცნაშვილს სურს რომ ღონისძიებას ყველა დაესწროს და პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობა მიიღოს, განურჩევლად იმის ამ ხელისუფლების წარმომადგენლები არიან თუ ძველის. 

დეპუტატის თქმით, საქართველო აღნიშნულ ფორუმს ცნობადობის გაზრდისთვის, რელიგიური ტურიზმის განვითარებისთვის და ქრისტიანულ სამყაროში მტრის მიერ ჩადენილი ქმედებების წარმოსაჩენად გამოიყენებს. 

"მე იმედი მაქვს, რომ შეხვედრას გამოვიყენებთ ერთის მხრივ საქართველოს ცნობადობის გაზრდისთვის; მეორე მხრივ საქართველოს, როგორც ქრისტიანული, როგორც ევროპული რელიგიის ერთ-ერთი მშობლის წარმოჩენისთვის; მესამე რელიგიური ტურიზმის გაზრდისთვის და მეოთხე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მართლმადიდებლურ, ქრისტიანულ სამყაროში იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ჩვენმა მტერმა რა ჩაიდინა",- თქვა მან. 

მისივე თქმით, მონაწილეობას მიიღებენ 3 კონტინენტის 23 სახელმწიფოს დეპუტაცია. 

კომენტარები