ამინდის პროგნოზი

გარემოს სააგენტო: 11, 12 და 13 ივნისს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 11 ივნისს დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 12 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან და 13 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. 

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დასავლეთ საქართველოს მთაში და მაღალ მთაში მოსული და მოსალოდნელი ძლიერი წვიმების, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარის დნობის გამო, შესაძლებელია მდ. ენგურის შენაკადებზე წყლის დონემ მაღალ ნიშნულს მიაღწიოს" - აცხადებს გარემოს სააგენტო.

კომენტარები