საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი: არ ვამბობ რომ ანგელოზი ვარ, შეცდომებს მეც ვუშვებ, მაგრამ აღიარების შნო მაქვს

Tv პირველი

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ამბობს, პარლამენტში ზოგიერთ დეპუტატს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 

პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე დღეს მიმდინარე სიტყვიერ დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ზოგი დეპუტატი "ისეთ რამეს კადრულობს რომ შეძლება ისეთი რაღაცა მოხდეს, რომელსაც ადამიანი ვერ გააკონტროლებს"

"იქცევიან როგორც საკუთარ სამზარეულოში. მე არ ვლაპარაკობ რომ ანგელოზი ვარ, შეცდომებს მეც უამრავს ვუშვებ. მაგრამ ამის აღიარების შნო და თავი მაქვს, ბოდიში ჟურნალისტებისთვის და საზოგადოებისთვისაც მომიხდიათუ ეთიკის საბჭოზეა საუბარი, განიხილონ. თუ პარლამენტში ვართ პარლამენტის ენაზე ვილაპარაკოთ. თუ ქუჩაში ვართ ქუჩის ენაზე ვილაპარაკოთ",- თქვა მან. 

დღეს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საარჩევნო უბნებზე ოცნების მხარდამჭერი კრიმინალების მობილიზებაზე და მუქარებზე ისაუბრა. ბოკერიამ ურავლესობა მათთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, "კრიმინალურ სამყაროსთან ვალდებულებების აღებას, კრიმინალის ზრდა მოჰყვება". "ვოლსკი, კოპალიანი, მაღრაძე - კომპარტიის წევრები გყავთ, "რეჟიმზე" ვის უკითხავთ მორალს",- თქვა მან.  

ბოკერიას გამოსვლას უმრავლესობის გაღიზიანება მოჰყვა. დეპუტატმა გია ვოლსკიმ ევროპული საქართველოს წევრს "ყეყეჩი ადამიანი" უწოდა. დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ბოკერიას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა და მისი გაძევება მოითხოვა. 

კომენტარები