აშშ-საქართველო

პომპეო: აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას

0 კომენტარი
მაიკ პომპეო ფოტო: Getty Images

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის პროცესში.

მან ასევე ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რაც აშშ-მა საქართველოს მთავრობას მისცა:

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ქართული დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. პრემიერმინისტრთან ერთად განვიხილეთ საქართველოს პარლამენტის ვალდებულება უზრუნველყოს, რომ სამთავრობო უწყებები ემორჩილებოდნენ კანონს და ასრულებდნენ იმ დაპირებებს, რაც მათ მოქალაქეებს მისცეს.

მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ. ამ მოჩვენებით მეგობრებს საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ ამოძრავებთ." თქვა მან.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები