ჰონგ კონგი

საპროტესტო აქციების გამო ჰონგ კონგში ექსტრადიციის კანონის განხილვა გადაიდო [ფოტოები]

0 კომენტარი

ჰონგ კონგის საკანონმდებლო საბჭოსთან ჩინეთში ექსტრადიციის კანონის განხილვამდე ათობით ათასი მომიტინგე შეიკრიბა. მათ გზები გადაკეტეს. შედეგად დებატები გადაიდო.

მომიტინგეები კვლავ ქუჩაში რჩებიან და ამბობენ, რომ მთავრობას არ ენდობიან და მიაჩნიათ, რომ დებატებს მაშინვე დანიშნავენ, როგორც კი პროტესტი შეწყდება და გზები გაიხსნება.

პოლიციამ მომიტინგეების დაშლა წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით სცადა, რასაც მომიტინგეები ქოლგებით, საწვიმარი ლაბადებით, ნიღბების და ჩაფხუტების ტარებით უმკლავდებიან.

ზოგიერთ ადგილას გაჩნდა პირველადი დახმარების კარვებიც.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები გასულ კვირას დაიწყო. ათობით ათასი მოქალაქე ჩინეთში ექსტრადიციის ახალ კანონმდებლობას აპროტესტებს.

საკამათო კანონმდებლობით დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონმდებლობა საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები