რუსეთი

მოსკოვში გამართულ აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს [ფოტოები]

0 კომენტარი

რუსეთის პოლიციამ მოსკოვში გამართულ აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. მომიტინგეები ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ.

Reuters-ის მიხედვით მოსკოვის ქუჩებში ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა შეძახილებით "რუსეთი თავისუფალი იქნება", "რუსეთი პუტინის გარეშე", "ძირს მეფე" და სხვა. დაკავებულებს შორის ჟურნალისტებიც არიან.

შეგახსენებთ, რომ Meduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. 8 ივნისს გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალეს. უპრეცედენტო სოლიდარობის კამპანიის დაწყების შემდეგ კი გოლუნოვი დროებით შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას წინააღმდეგ საქმე ბრალის დაუმტკიცებლობის გამო 11 ივნისს შეწყდა და ის გაათავისუფლეს.

პოლიციელებს, რომლებმაც გოლუნოვი დააკავეს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ადვოკატის ნახვის საშუალება მხოლოდ 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტის თქმით, გოლუნოვი წინასწარი დაკავების საკანში ნაცემი იყო.

"მედუზას" ხელმძღვანელმა, გალინა ტიმჩენკომ და მთავარმა რედაქტორმა, ივან კალპაკოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ისინი ​გოლუნოვისუდანაშაულობაში სრულიად დარწმუნებულები არიან. მათივე თქმით, აქვთ საბაბი იფიქრობ, რომ გოლუნოვი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააკავეს: წლების განმავლობაში მან მრავალი საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა პოლიტიკოსების და მაღალი რანგის ბიზნესმენების კორუფციის და თაღლითობის სხვადასხვა სქემის შესახებ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები