ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 6.5%-ზე ტოვებს

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყების მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი არ შეიცვლება და კვლავ 6.5% იქნება.

"მაისში წლიურმა ინფლაციამ 4.7 პროცენტი შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ერთჯერადმა ფაქტორებმა შეიტანა. კერძოდ, წლის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი მაისის წლიურ ინფლაციაში 1.3 პროცენტული პუნქტი იყო. ასევე აღსანიშნავია მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო ბაზრებზე ბენზინის ფასების ზრდა. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათს, ენერგომატარებლებსა და თამბაქოს, 1.1 პროცენტია, რაც მიუთითებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია." - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ ინფლაციის ამჟამინდელი დონე, რომელიც სამიზნე 3%-ს 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება, ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული, რომელთა ამოწურვის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ დონეს უფრო მეტად უნდა დაუახლოვდეს.

მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი აღნიშნავს იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რომელშიც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ასესხებს თანხას.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 24 ივლისს უნდა გაიმართოს.

კომენტარები