ცნობილი ადამიანები

ბრიტნი სპირსის თქმით, მას პაპარაცები ფოტოებში სპეციალურად ასუქებენ

0 კომენტარი
ფოტო: Today.com

ბრიტნი სპირსმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო ჩაწერა, სადაც ის პაპარაცებზე და მათ მიერ გადაღებულ სურათებზე ლაპარაკობს.

37 წლის მომღერლის თქმით, მას "კონსპირაციული თეორია" აქვს, რომ პაპარაცები ფოტოებზე სპეციალურად ასუქებენ.

"დღეს სამყაროში ბევრი ფანს უნდა რომ უბრალოდ გაკრიტიკონ, ფოტოები და ვიდეოები, რომლებსაც ისინი პოსტავენ ან სხვა დროს არის გადაღებული ან საერთოდ არ არის ნამდვილი. თუმცა, არავინ კითხულობს იმას "არის ეს პაპარაცული სურათები ნამდვილი, ცვლიან თუ არა პაპარაცები სურათებს და არის ეს ყველაფერი ნამდვილი?". ეს არის კონსპირაციის თეორია, რომლითაც მე დაინტერესებული ვარ", - თქვა ბრიტნი სპირსმა ვიდეოში.

მისი თქმით, მან ამ თემას ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც მაიამის სანაპიროზე მისთვის გადაღებული პაპარაცული სურათები ნახა.

ბრიტნი სპირსი და მისი შეყვარებული მაიამის სანაპიროზე

"გუშინ საცურაოდ წავედი. სურათებში ისე ჩანდა, თითქოს 20 კილოთი მეტი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ. ისეთი გამხდარი ვარ, როგორც ნემსი - ახლა თქვენ მითხარით, რა არის ნადვილი?", - თქვა ბრიტნი სპირსმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები