ისრაელი

საგარეო: ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია

0 კომენტარი

"ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია" , - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე გავცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან.

უწყების ცნობით, ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია. მსგავსი რამ მოხდა საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაშიც. მათ არ ჰქონდათ ისრაელში ლეგალური ყოფნის უფლება და შესაბამისად დაექვემდებარებიან დეპორტაციას.

"ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ. 12-სთვის ეტაპობრივად მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა", - ამბობენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ეს მოქალაქეები დაააკავეს ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროს და რაიმე მასიური დაკავებები არ მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები