ჯარისკაცის გარდაცვალება

თავდაცვის სამინისტრო: ვაზიანის პოლიგონზე ჯარისკაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებების დროს სამხედრო მოსამსახურე შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით ლაზარეთში გულის გაჩერებით გარდაცივალა. სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

"სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.

კომენტარები