აშშ-საქართველო

აშშ-ის საელჩო ავრცელებს ტრამპის განცხადებას პრაიდის თვის და LGBT პირების მხარდაჭერის შესახებ

Vox

31 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალურ კამპანიაში ჩასართავად ყველა სახელმწიფო გამოიწვია. პრეზიდენტის კომენტარი საქართველოში ამერიკის საელჩომ 13 ივნისს გაავრცელა:

"ლგბტ პრაიდის თვეს ჩვენ ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი დიდი სახელმწიფოს წინაშე. მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან სექსუალური ორიენტაციის გამო.

ჩემმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო და ვიწვევთ ყველა სახელმწიფოს, შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში!" - დაწერა Twitter-ზე ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ პრაიდის კვირეული თბილისში 18-23 ივნისს გაიმართება - ივნისი მსოფლიოში ლგბტ სიამაყის დღეა. Tbilisi Pride-ის აქტივისტების თქმით, 30 მაისს, შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მათ "ღირსების მარშის" დახურულ სივრცეში გადატანა შესთავაზეს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ შეხვედრაზე სამუშაო ფორმატისთვის მომზადებულები მივიდნენ, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლები დიალოგში არ შევიდნენ და უთხრეს, რომ მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ.

კომენტარები