გამოხატვის თავისუფლება

წულუკიანი: უნდა არსებობდეს წითელი ხაზი - რა შეიძლება იკადრო გამოხატვის თავისუფლების სახელით

0 კომენტარი
თეა წულუკიანი ფოტო: ტაბულა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანის თქმით, არ არის პრობლემა, თუკი "ფაქიზი მიდგომის შედეგად" სიძულვილის ენის რეგულირება მოხდება.

"არ ვფიქრობ, რომ თუკი გარკვეული ფრთხილი ფაქიზი მიდგომის შედეგად შემუშავებულ რეგულაციები იქნება და ბალანსი იქნება დაცული პირის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, ეს იქნება პრობლემა, პირიქით, ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, რა შეიძლება გამოხატვის თავისუფლების სახელით აკადრო და რა არ შეიძლება აკადრო სხვა ინდივიდს, რომელსაც აქვს თავისი პირადი სივრცე", - ამბობს მინისტრი, რუსთავი 2-ის ცნობით.

წულუკიანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის არგუმენტად საარჩევნო პროცესში გამოყენებულ სიძულვილის ენას ასახელებს. მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს კიდევ უფრო თვალშისაცემია, როცა კანდიდატი ქალია.

"არაერთი წელია, საერთაშორისო ორგანიზაციები, ოდირიც, ისინიც რომ არ იყვნენ, ჩვენ თვითონაც ვხედავთ ჩვენ ქვეყანაში, რომ საარჩევნო პროცესს თან ახლავს ემოციები და ამ ემოციებში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური გახლავთ სიძულვილის ენის გამოყენება სხვადასხვა კანდიდატთან მიმართებაში და ხშირად ეს სიძულვილის ენა კიდევ უფრო თვალშისაცემია ხოლმე, როდესაც კანდიდატი არის ქალი. ჩვენ ვნახეთ, რომ შარშან არჩევნებზე რესპექტაბელური ასაკის მქონე ქალი კანდიდატის წინააღმდეგ მამაკაცები ძირითადად და მეორე პარტიის მამაკაცი კანდიდატი იყენებდა სიძულვილის ენას", - თქვა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კხა ბექაურმა წარმოადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვით მედიაში სიძულვილის ენის გამოყენებაზე რეგულაციები უნდა დაწესდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები