პროპორციული საარჩევნო სისტემა

ოპოზიციამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით 300 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა

0 კომენტარი

20 ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით 300 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა და პარლამენტს ოფიციალურად მიმართა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ გეგმავენ ყველა კანონიერ გზას მიმართონ, რათა ხელისუფლებამ პაჟორიტარული სისტემა გააუქმოს და მთლიანად პროპორციულზე გადავიდეს. 200 ათასი ხელმოწერა იყო საჭირო, თუმცა ოპოზიციამ 300-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა და ამბობენ რომ მილიონი ხელმოწერის შეგროვებასაც შეძლებენ. 

"ამ წუთიდან ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, დაიწყო ათვლა, როდესაც საპროცედურო კომიტეტმა უკვე უნდა დანიშნოს საჯარო განხილვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დანიშნოს საკომიტეტო მოსმენები. მთელი ეს პერიოდი ხელისუფლებას აქვს დრო, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და კონკურენტულ გარემოში ჩაატაროს არჩევნები," - ამბობს "საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა. 

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ხელოვნურად შეინარჩუნოს ის სისტემა, რომელიც მათი აზრით, გაუადვილებს ხელისუფლებაში დარჩენას. 

"ეს მათ მაინც არ უშველით და 2020 წელს ასე თუ ისე ხელისუფლება მაინც შეიცვლება, უბრალოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოგვცემს საშუალებას, რომ ეს გაკეთდეს უფრო დემოკრატიულად, უფრო მშვიდობიანად და ხელისუფლებაში მოვიდეს არა ერთი რომელიმე ძალა, არამედ კოალიციური მთავრობა",- ამბობს თარხნიშვილი. 

თავისუფალი დემოკრატების წევრმა ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს მთავრობას სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოსთხოვა.

"შერეული სისტემა არის არასამართლიანი და ადეკვატურად არ ასახავს ძალთა განაწილებას ელექტორატში. 2 დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ძალზე მკაცრი რამდენიმე მესიჯი გამოუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით",- თქვა ბარამიძემ

ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ, ევროპულ საქართველოსთან და ენმ-სთან ერთად არიან, რესპუბლიკელები, ნინო ბურჯანაძის პარტია, დავით უსუფაშვილი, ზაზა ხარატიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, მამუკა კაციტაძე და სხვები.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები