ომანის ყურე

ომანის ყურეში ორ ნავთობტანკერზე აფეთქება მოხდა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ომანის ყურეში ორ ნავთობტანკერზე აფეთქება მოხდა. აფეთქებების გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ხომალდები არ ჩაძირულა.

ირანის თქმით გემ Kokuka Courageous-დან ეკიპაჟის 21 წევრი გადაარჩინეს, ხოლო გემ Front Altair-დან 23. აშშ-ის საზღვაო ძალების თქმით რამდენიმე მეზღვაური მათმა ხომალდებმაც გადაარჩინეს.

Front Altair ნორვეგიული გემია. მფლობელების თქმით გემზე თავდასხმა მოხდა, რასაც სამი აფეთქება მოჰყვა. დაუდასტურებელი ინფორმაციით ტანკერს ტორპედო მოხვდა.

Kokuka Courageous პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. მას მეთანოლი გადაჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ეს ომანის ყურეში მცურავ ტანკერებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა.

მაისის დასაწყისში ომანის ყურეში ოთხი ნავთობტანკერი დააზიანეს. ინციდენტის გამოსაძიებლად სამხედრო ექსპერტები გაიგზავნენ, რომლებმაც ტანკერების კორპუსში მოზრდილი ხვრელები აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი თქმით ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად გაჩნდა.

ტაზიანებული ტანკერებიდან ორი საუდის არაბეთის, ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ხოლო ერთი ნორვეგიის დროშის ქვეშ დაცურავდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საუდის არაბეთის თქმით მათ ხომალდებს სერიოზული ზიანი მიადგა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ომანის ყურეში ნავთობტანკერები ირანულმა ჭურვებმა დააზიანა. ბოლტონს კონკრეტული მტკიცებულებები არ მოუყვანია. ირანი ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს.

ინციდენტი აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვას მოჰყვა, რაც რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ნავთობის ფასებზეც აისახა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები